მინის & ალუმინის მოაჯირები

უნიკომი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მინის და ალუმინის მოაჯირებს, რომლებიც გამოიყენება შიდა და გარე აივნებზე.

ალუმინის & მინის მოაჯირი იდეალური არჩევანია თქვენი ოფისებისა და სახლებისთვის.

ძირითადი უპირატესობებია: 

  • მონტაჟის სიმარტივე
  • ხანგრძლივი ექსპლუატაცია
  • მოვლის სიმარტივე

სერვისი: ადგილზე ტრანსპორტირება მონტაჟი, პროდუქცის ჩაბარება და გარანტია ნამუშევარზე.

რატომ ალუმინის & მინის მოაჯირი?

უნიკომი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მინისა და ალუმინის მოაჯირების დამზადებას.

მინის მოაჯირი

მინა, დღესდღეობით, ყველაზე პოპულარული არჩევანია მოაჯირის დასამზადებლად. გამოიყენება, როგორც აივნის, ასევე კიბეების მოაჯირებისთვის. საოცარი ვიზუალური ეფექტის გარდა გამოირჩევა გამძლეობითა და უსაფრთხოების მაღალი კოეფიციენტით. ამასთან ქმნის ღია და ნათელ სივრცეს, ადვილია როგორც დასამონტაჟებლად ისე მოსავლელად.

მაქსიმალური სიმტკიცის მისაღებად, დამცავი მინის დამუშავება ხდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე.

ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, მინის მოაჯირის არსებობით შენობის საერთო ღირებულებაც იზრდება.

ალუმინის მოაჯირი

ალუმინი ბევრი ისეთი თვისებით გამოირჩევა, რაც საკმაოდ მოთხოვნადს ხდის მას მოაჯირის დასამზადებელ მასალებს შორის. გამოიყენება შიდა და გარე აივნებისა თუ კიბეებისთვის.

ალუმინისგან შესაძლებელია, როგორც თანამედროვე ასევე ძველმოდური დიზაინის მოაჯირის დამზადება, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე.

მას არ სჭირდება ყოველწლიურად შეღებვა, ამგვარად მისი მოვლა ძალიან ადვილია. არ იჟანგება, არ იბზარება და არის საკმაოდ უსაფრთხო. ამასთან, ალუმინი მთლიანად გადამუშავებადი მასალაა.

მაღალი სიმტკიცისა და გამძლეობის გამო, სხვა მასალებთან შედარებით უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.